შიგთავსზე გადასვლა

მანანა კობახიძე საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულების რატიფიკაციასთან დაკავშირებით

დეკემბერი 18, 2014

დღეს ქალაქ სტრასბურგში, ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე, კენჭისყრის შედეგად, საქართველო-ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების რატიფიცირება მოხდა. რატიფიცირებას მხარი 490-მა ევროპარლამენტის წევრმა დაუჭირა, წინააღმდეგი იყო – 76, თავი შეიკავა 57-მა.

ევროპარლამენტის პლენარულ სხდომას ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ვიქტორ დოლიძე,საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი, ევროკავშირში საქართველოს ელჩი ნატალია საბანაძე, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ირინა იმერლიშვილი.

კომენტარის დატოვება

დატოვე კომენტარი